მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია

წყალსატევებში ელექტრობრაკონიერობის აღმოჩენისა და შეტყობინების ავტონომიური სისტემა

1. სისტემის შემადგენლობა

სისტემა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:

სენსორული ბლოკი — აფიქსირებს წყალში ელექტრულ პულსებს და აკონტროლებს მოწყობილობის გადაადგილების ან გატაცების მცდელობას.

ცენტრალური ბლოკი — იღებს სენსორის რადიოსიგნალს, განსაზღვრავს GPS მდებარეობას და ინფორმაციას აგზავნის SMS-ით და ვებგვერდზე.

სადემონსტრაციო ვერსიას ახლავს აგეთვე სიგნალების გენერატორის ბლოკი, რომელიც ახდენს დაბალი ძაბვის იმპულსური სიგნალის იმიტაციას და გამოიყენება დემონსტრაციის მიზნით.

2. ცენტრალური ბლოკის ჩართვა

ყოველთვის პირველად ჩართეთ ცენტრალური ბლოკი.

ჩართვის შემდეგ რამდენიმე წამი დაელოდეთ სისტემის ინიციალიზაციას.

ნორმალურ სამუშაო მდგომარეობაში ეკრანზე უნდა გამოჩნდეს:

GSM:OK RF:READY

მეორე ხაზზე ნაჩვენებია ბატარეის მდგომარეობა.

თუ ეკრანზე წერია GSM:ERR RF:READY, შეამოწმეთ SIM ბარათი, მობილური ქსელის დაფარვა და მოწყობილობის კვება. შემდეგ ცენტრალური ბლოკი ხელახლა ჩართეთ.

3. ტელეფონის ნომრის რეგისტრაცია

პირველი გამოყენებისას უნდა დარეგისტრირდეს ტელეფონის ნომერი, რომელზეც სისტემა შეტყობინებებს გააგზავნის.

  1. გახსენით SMS თქვენს ტელეფონში.
  2. მიმღებად მიუთითეთ მოწყობილობის SIM ნომერი: 511225380.
  3. ტექსტად ჩაწერეთ REGISTER.
  4. გააგზავნეთ SMS.

წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ პასუხს:

Phone registered successfully

ნომრის რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ არის საჭირო. რეგისტრირებული ნომერი მოწყობილობის მეხსიერებაში რჩება კვების გამორთვისა და ხელახლა ჩართვის შემდეგაც.

სხვა ტელეფონის დასარეგისტრირებლად ახალი ტელეფონიდან კვლავ გაგზავნეთ REGISTER.

4. SMS ბრძანებები

ბრძანებები იგზავნება მოწყობილობის SIM ნომერზე 511225380.

REGISTER
რეგისტრირდება SMS-ის გამომგზავნი ნომერი.
DATA
მოწყობილობა აგზავნის მიმდინარე GPS მდებარეობას.
BATTERY
მოწყობილობა აგზავნის ბატარეის მდგომარეობას პროცენტებში.

ასოების დიდი ან პატარა რეგისტრი მნიშვნელობას არ აქვს.

5. სენსორული ბლოკის ჩართვა

  1. სენსორი მოათავსეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც მუშაობისას უნდა დარჩეს.
  2. ჩართეთ სენსორული ბლოკის კვება.
  3. 2–3 წამით დატოვეთ სრულიად უძრავად.
ჩართვის პირველ წამებში სენსორი არ გაანძრიოთ. ამ დროს მოძრაობის სენსორი იმახსოვრებს საწყის მდგომარეობას.

წყალში უნდა მოთავსდეს მხოლოდ ამისთვის განკუთვნილი სენსორული ელექტროდები.

6. გატაცების საწინააღმდეგო დაცვა

სენსორულ ბლოკში მოთავსებულია მოძრაობისა და გადახრის სენსორი.

გატაცების განგაში ჩაირთვება, როდესაც:

განგაშის დროს ცენტრალური ბლოკი:

გატაცების მცდელობის დაფიქსირების შემდეგ სისტემა მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს. მოწყობილობის გადატვირთვა საჭირო არ არის.

7. GPS-ის გამოყენება

ცენტრალური ბლოკი, რომელშიც დამონტაჟებულია GPS ანტენა, სასურველია მოთავსდეს ღია სივრცეში, ფანჯარასთან ან ისეთ ადგილას, საიდანაც ცის ხედვა თავისუფალია.

შენობაში GPS კოორდინატების მიღებას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.

თუ SMS-ში მიიღეთ GPS: no fix yet, GPS ანტენა გადაიტანეთ ფანჯარასთან ან ღია სივრცეში და რამდენიმე წუთის შემდეგ მოთხოვნა გაიმეორეთ.

8. წყალში ელექტრული სიგნალის აღმოჩენა

სენსორი აკონტროლებს წყალში პულსურ ელექტრულ სიგნალებს 15–100 Hz სიხშირის ფარგლებში.

სიგნალის აღმოჩენისას:

  1. სენსორი აგზავნის რადიოსიგნალს ცენტრალურ ბლოკთან;
  2. ცენტრალური ბლოკი კითხულობს GPS მონაცემებს;
  3. რეგისტრირებულ ტელეფონზე იგზავნება SMS შეტყობინება;
  4. GPS მონაცემების არსებობის შემთხვევაში SMS შეიცავს მდებარეობას;
  5. მოვლენა აისახება ვებგვერდზეც.

9. მობილური აპლიკაცია

მოწყობილობის სამართავად შესაძლებელია თანდართული მობილური აპლიკაციის გამოყენებაც.

აპლიკაცია ამარტივებს REGISTER, DATA და BATTERY ბრძანებების გაგზავნას.

აპლიკაცია სისტემის მუშაობისთვის აუცილებელი არ არის. ძირითადი ფუნქციების გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი SMS-ითაც.

10. სისტემის სწრაფი შემოწმება

  1. ჩართეთ ცენტრალური ბლოკი.
  2. დაელოდეთ GSM:OK RF:READY წარწერას.
  3. საჭიროების შემთხვევაში გააგზავნეთ REGISTER.
  4. გააგზავნეთ DATA და შეამოწმეთ SMS.
  5. მოათავსეთ სენსორი სამუშაო მდგომარეობაში.
  6. ჩართეთ სენსორი და 2–3 წამით არ გაანძრიოთ.
  7. მოახდინეთ წყალში სატესტო ელექტრული სიგნალის იმიტაცია.
  8. შეამოწმეთ მიღებული SMS შეტყობინება.
  9. სენსორის გადახრით შეამოწმეთ გატაცების დაცვა.

ერთი და იმავე ტიპის განგაშის განმეორებით შემოწმებისას დაახლოებით 60 წამი დაიცადეთ.

ტესტირების შემდეგ სისტემის გადატვირთვა საჭირო არ არის.

11. თუ შეტყობინება არ მოდის

SMS არ მოდის

GPS მდებარეობა არ მოდის

წყლის სატესტო სიგნალი მეორედ არ ფიქსირდება

ვებმონიტორინგი

სისტემის მიმდინარე მდგომარეობისა და დაფიქსირებული მოვლენების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე:

antibrakonieri.com.ge


ინსტრუქციის QR კოდი

ინსტრუქციის გვერდის ტელეფონში გასახსნელად დაასკანერეთ QR კოდი.

მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქციის QR კოდი

მთავარ გვერდზე დაბრუნება